სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით (N: 11/30, 01/06/2021) გამოცხადებულ „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები 2021“-ის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ექვსი საპროექტო წინადადება.
საკონკურსო კომისიამ რეკომენდაცია გაუწია შემდეგი პროექტების დაფინანსებას:
„საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გეოგრაფიული თავისებურებები;“ ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი გოგსაძე, ბიუჯეტი: 8 840 ლარი;
„პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური სპექტრი თანამედროვე საქართველოში;“ ხელმძღვანელი: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, ბიუჯეტი: 11 380 ლარი;
"განქორწინების გავლენა შემდგომი თაობის დამოკიდებულებებზე ოჯახის ინსტიტუტის მიმართ;" ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი შორენა თურქიაშვილი, ბიუჯეტი: 5200 ლარი;
ორ საპროექტო წინადადებაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად, პროექტების ხელმძღვანელებს მიეცათ 1 კვირა.
ერთ საპროექტო წინადადებას საკონკურსო კომისიამ არ მისცა დაფინანსების რეკომენდაცია.
საკონკურსო კომისია